პროექტის გეგმა

პროექტის  სახელწოდება:
საგნები და ფოტოები მოგვითხრობენ" ("ყველას რაიმე აქვს სახსოვარი").
1.პროექტის აქტუალობა
  • მოსწავლეების დამოკიდებულება ოჯახთან(წინაპრებთან) და მშობლებთან ურთიერთთანამშრომლობა.
  • მშობლებთან ურთიერთობა, მათი მონათხრობი ოჯახის ღირებულებებზე ხსნის  ამ პროექტის დანიშნულებას. არა მარტო მოზარდები გაეცნობიან  საკუთარი წინაპრების ფოტოებსა და საგნებს, არამედ თანაკლასელებიც, ისინი მოისმენენ ერთმანეთის (ოჯახური დამოკიდებულებების) ისტორიებს.   
  • შვილები დედ-მამასთან, ბებია-ბაბუებთან ერთად გაიხსენებენ, გამოარჩევენ და წარადგენენ საყვარელ ნივთებს და ფოტოებს.მშობლების  მონათხრობზე შვილები დაწერენ ჩანახატებს, „წაიკითხავენ“ ფოტოებს, დაინტერესდებიან უფროსების  ისტორიებით. 

2.პროექტის  მიზანი 
მოსწავლეები გაგვაცნობენ საკუთარ  ოჯახებს ფოტოებით და გამორჩეული ნივთებით. „მასალა“ იქცევა „მოთხრობად“(მონათხრობად).
ეს პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება განუვითარდეს წერილობითი ტექსტის შექმნისას  შემოქმედებითი უნარი. მშობლებთან და მასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობით ისინი შეძლებენ ანალიზისა და კვლევის საწყისი უნარების განვითარებას. გამოჩნდება მათი პრეზენტაბელურობა, ორგანიზებულობა, გემოვნება და დამოკიდებულება საქმისადმი.

3.პროექტის  ამოცანები
ამ პროექტის საშუალებით  მოსწავლეებს  განუვითარდება შემოქმედებითი უნარი.
  კომუნიკაცია დაახლოვებს /წარმოაჩენს მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს.
 რამდენიმე საგნის ინტეგრაცია შემეცნებით ხასიათს შესძენს  საგანმანათლებლო სწავლა/სწავლების პროცესს.

4.საგნობრივი სტანდარტები, რომელსაც ეყრდნობა პროექტი
მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.

·         ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებებს (შეფასებებს);
მიმართულება: კითხვა
ქართ. V. 6.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები.

·         ცდილობს დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
·         შინაარსის შესაბამისად ცვლის სხეულის ენას (მიმიკას, ჟესტიკულაციას).

ქარ. V. 11.  მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები.
·         ქმნის სხვადასხვა სახის მიზნობრივ ტექსტებს ელექტრონულ ფორმატში, სათანადოდ აფორმებს მათ... 

ქართ. V. 12.  მოსწავლეს შეუძლია  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
იყენებს სხვადასხვა ხერხს, რომლებიც ხელს უწყობს ტექსტის გაგებას (მაგ., წარმოსახვაში აცოცხლებს ტექსტში გადმოცემულ ამბებს, ახდენს ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირებას, საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის შინაარსს,
მიმართულება: წერა

ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
·         წერს  ჩანახატებს.(მხ.ჩანახატი)
·         წერისას აქცენტს აკეთებს მთავარ და არსებით მომენტებზე;
თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს; (აქვს ინტერპრეტაციის უნარი)
ქართ. V. 15.  მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება და მართლწერის ნორმების დაცვა.
·         ტექსტის შექმნისას იცავს  ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და აკეთებს კორექტურას.

მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
მიმართულება: კითხვა

ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.

·         წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
·         ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·         იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
·         კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან.

ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.

·         ამოიცნობს ტექტის საკომუნიკაციო სიტუაციას (მიზანს, ავტორს, ადრესატს);
·         ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან;
·         ამოიცნობს და ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში არსებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას;
·         ამოიცნობს მოვლენებს, ფაქტებს, მოქმედებებს  შორის არსებულ ლოგიკურ და ქრონოლოგიურ კავშირებს;
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.

·         გამოხატავს უშუალო, ცოცხალ განცდასა და დაკვირვებაზე დაფუძნებულ შეხედულებებს მისთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ საკითხზე მსჯელობის დროს;
·          
მიმართულება: წერა

ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
·         აკეთებს მოკლე წერილობით კომენტარს მისთვის მხატვრულად და აზრობრივად საინტერესო მონაკვეთების შესახებ;
·         საკუთარი განცდის, შთაბეჭდილების გადმოსაცემად ირჩევს მისთვის სასურველ მხატვრულ ფორმას;
ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.
·         გადაიკითხავს ნაწერს და ჩაასწორებს მას როგორც ენობრივ-სტილური, ისე პუნქტუაციის თვალსაზრისით;

          5.პროექტის განხორციელების წინაპირობები:
I.        მოიძებნა წინაპართა/მშობლების,ბებია-ბაბუების ახალგაზრდობის  ფოტოები .
·   დაიწერა /აღიწერა/წაიკითა ეს ფოტო-სურათები მოსწავლეების მიერ(ხელნაწერი).(ინდივიდუალურად)
· გაკეთდა მითითებები და შენიშვნები მასწავლებლის მიერ. ჩასწორდა და გაიმართა გრამატიკული ნორმების დაცვით.(ქართულის მასწავლებელი)
·გაკეთდა ელექტრონული ვერსია მოსწავლეების მიერ.(ინდივიდუალურად)

II.             „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“.
. შეირჩა და მოგროვდა ოჯახის გამორჩეული სამახსოვრო ნივთები(ინდივიდუალურად).
·                      დაიწერა მხატვრული  ჩანახატები ამ საგნებზე მოსწავლეების მიერ(ხელნაწერი).(ინდივიდუალურად)
·      გაკეთდა მითითებები და შენიშვნები მასწავლებლის მიერ. ჩასწორდა და გაიმართა გრამატიკული ნორმების დაცვით.(ქართულის მასწავლებელი).
·         გაკეთდა ელექტრონული ვერსია მოსწავლეების მიერ.(ინდივიდუალურად)

           6.პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები
I.              პრეზენტაცია power point-ში .
·      დასკანერდა ფოტოები, დალაგდა კლასების მიხედვით.(ისტ-ის მასწავლებელი)
·      გაკეთდა ფოტოკოლაჟი, შეირჩა და გაფორმდა მუსიკით.(ერთი მოსწავლე)
II.            ფოტო ალბომი
·   შეირჩა სტილი და მასალა. ჯგუფურად(ეტაპოვრივად)  შეიქმნა ხელნაკეთი, ორიგინალური, გაერთიანებული ფოტო- ალბომი.(მოსწავლეები, ქართულის მასწავლებელი, ხელოვნების მასწავლებელი).
       III.საგამოფენო დარბაზი
                   შეირჩა დარბაზი, დეკორაცია, განათება, ინტერიერი. (ქართულის მასწავლებელი, ხელოვნების მასწავლებელი, ესTV-ის რეჟისორი, დირექცია).

       IV.მუსიკალური გაფორმება.
·      მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოამზადეს და დაუკრეს როიალზე კლასიკური ნაწარმოებები .(6 მოსწავლე).
       V. ტანსაცმელი.
·         მოსწავლეებმა  შეიკერეს, მოიძიეს ეპოქის(ოჯახის ფოტოს მიხედვით) შესაფერისი ტანისამოსი.(მოსწავლეები და მშობლები ინდივიდუალურად).
         7.პროექტში მონაწილეები :
  ევროპული სკოლის მე-5ა; მე-6ა; მე-6ბ კლასის მოსწავლეები;
 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ცაგარელი; ხელოვნების მასწავლებელი ნატო ვაწაძე; ისტორიის მასწავლებელი მაია მელიქიშვილი; ბუნების მასწავლებელი ანა ახმეტელი; ისტ -ის მასწავლებელი მაია ჯოხაძე.
                  8.პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია
ერთი თვის (თებერვალი) განმავლობაში მოსწავლეებმა მასწავლებლებთან/მშობლებთან თანამშრომლობით ეტაპობრივად დაამუშავეს შერჩეული ფოტოები/კოლექცია. მარტის თვიდან დავიწყეთ კორექტირებული მხ.ტექსტების ელექტრონულ ვერსიებზე მუშაობა, ფოტოების დასკანერება. თვის ბოლოს ერთ მოსწავლეს დაევალა პრეზენტაციის მომზადება  PowerPoint-ში .   3 აპრილს  წარვუდგინეთ მოწვეულ სტუმრებს (ბებია-ბაბუებს, მშობლებსა და  ევროპული სკოლის მასწავლებლებს). ჩატარდა სკოლის სააქტო დარბაზში.
პროექტის პრეზენტაცია ,სამი მიმართულებით წარდგენა, (ფოტოგამოფენა-„დიდება შენდა,წინაპრის ლანდო“ ;    კოლექცია-„ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ ; მოსწავლეთა პრეზენტაციები-საგნებისა და ფოტოების მონათხრობი) ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და  შემოქმედებითი  აღმოჩნდა. ისტორიის მასწავლებლის დახმარებით ფოტოებიდან „ამოიკითხა“ ეპოქა; ხელოვნების მასწავლებელთან ერთად შევქმენით მხ.ფოტოალბომი და მოვრთეთ საგამოფენო დარბაზის ინტერიერი; ისტ-ის მასწავლებლის კორექტირებით დაიხვეწა პრეზენტაცია PowerPoint-ში...
შეხვედრა იყო შთამბეჭდავი. ღონისძიების დროს  ინტერვიუ რესპოდენტებთან (მშობლებთან,ბებიებთან, ბაბუებთან..) ემოციურად  დაიმუხტა...
    9.პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები
. გაჭირდა ძველი ფოტოების მოძიება, მოსწავლეებს ეგონათ,რომ მხოლოდ  გამორჩეული წინაპრების   ფოტოები/ნივთები უნდა  მოეძიებინათ; ზოგიერთ ოჯახში ადგილზე  არ აღმოჩნდა ძველი ფოტოალბომი; დასაწყისში რამდენიმე მოსწავლე არ დაინტერესდა პროექტით,ისინი მას შემდეგ ჩაერთვნენ ,როცა მოისმინეს და ნახეს პროექტით დაინტერესებული თანაკლასელების მიერ მონათხრობი ამა თუ იმ ფოტოზე/ნივთზე; მშობლებს თავდაპირველად ეშინოდათ  ნივთების და ფოტოების დაკარგვისა, როცა ავუხსენი,რომ გამოიყოფილი და დაცულია(სკოლის დირექციის მიერ) სათავსო კარადა, მერე დავიწყეთ შეგროვება.
         10.მოსალოდნელი შედეგები
დაიწერება მოკლე  ანოტაციები. ( მხ. ჩანახატები ნივთებზე და ფოტოების აღწერა).(შემოქმედებითი უნარების განვითარება წერილობით ტექსტებში).
გაკეთდება  ფოტოკოლაჟი  PowerPoint -ში(ისტ რესურსების გამოყენება).
გაკეთდება  ხელნაკეთი ფოტოალბომი(შემოქმედებითი ხედვა).
შეირჩევა ეპოქის შესაბამისი ტანისამოსი, რომელსაც ჩაიცვამენ(შემოქმედებითი/ინდივიდუალური  დამოკიდებულება).
დაუკრავენ  როიალზე და გიტარაზე(ინდივიდუალური უნარების წარმოჩენა).
გაკეთდა ელექტრონული ბლოგი - "ყველას რაიმე აქვს სახსოვარი" (ისტ რესურსის ცოდნა/გამოყენება).



    11.პროექტის განხორციელების საჭირო დრო
ორი თვე( 2015წლის თებერვალი/მარტი)
ჩატარდა  2015წლის 3 აპრილს.



Комментариев нет:

Отправить комментарий